info@starit.ge

სერვისები

ჩვენი სერვისები

სერვისები

White-Label Solution

ტელემედიცინა

Პაციენტთა ჯანმრთელობის მართვა და მონიტორინგი კომპლექსური და თანამედროვე CMS Remote Patient Monitoring – ის მეშვეობით, ტელემედიცინის პარიტეტული კანონების დანერგვის პარალელურად.

მართეთ პაციენტთა კონსულტაციები და შემდგომი ვიზიტები დისტანციური ვიდეო სესიებით. მისივე მეშვეობით, შეგიძლიათ შეინახოთ და აკონტროლოთ პაციენტთა მონაცემები, რაც  მათი ჯანმრთელობის სტატუსის შეფასებას გაგიმარტივებთ.  

შეხვედრების დანიშვნისა და შეხსენების
Მრავალ-არხიანი სისტემა

Ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ ამყარებს ექიმი პაციენტთან კომუნიკაციას. პერსონალური ვიზიტის, ონლაინ ვიდეო სესიის ან სატელეფონო ზარით კონტაქტის დაჯავშნა შესაძლებელია აპლიკაციის მეშვებოთ. ხოლო შეხსენების ფუნქცია ეხმარება პაციენტს, არ გამოტოვოს დაჯავშნული შეხვედრა.

> ჩანიშნე ექიმთან შეხვედრა ონლაინ
> Შეხვედრების მართვა შემახსენებლი ტექსტის მეშვეობით
> პროფილის რეგისტრაცია მობილური აპლიკაციით

პაციენტთა დისტანციური მონიტორინგი

Შევქმენით შესაძლებლობა, მართოთ პაციენტები და მათი ჯანმრთელობის ისტორია CMS Remote Patient Monitoring - ის მეშვეობით.

ვირტუალური კლინიკის აპლიკაცია

Ჩვენი პრიორიტეტი პრაქტიკული და პაციენტზე მორგებული გადაწყვეტილების მოწოდებაა, რაც მომხმარებლისთვის განსაკუთრებული მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს.

ინტეგრირებული აპლიკაციები

Პაციენტს შეუძლია, დაუკავშირდეს თქვენ ბრენდირებულ აპს საკუთარი ინტეგრირებული აპის ან Withings Google Fit, Apple Health-ის გამოყენებით.

სასიცოცხლო პარამეტრები

Მობილური აპლიკაცია მოიცავს ისეთი სასიცოცხლო პარამეტრების გაკონტროლებას, როგორიცაა: სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჟანგბადის დონე, სხეულის მასა, სისხლში გლუკოზის შემცველობა და სხეულის ტემპერატურა.

აპლიკაცია ექიმებისთვისა და პაციენტებისთვის

ჩვენ ვიცავთ პრინციპს „მობილური პირველ რიგში“.  შევქმენით ექიმებისა და პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი პლატფორმა, რაც პაციენტთა დროულ მკურნალობას დააჩქარებს. 

ინტერაქციის დრო

თუ პაციენტი ჩვენ მობილურ აპლიკაციას იყენებს , ექიმს შეუძლია მასთან ვიდეო ჩართვა განახორციელოს; სესიის დასრულებისთანავე პაციენტს  მომსახურების საფასური ავტომატურად ეჭრება. თუ პაციენტს არ აქვს მობილური აპლიკაცია ან სისტემაში შესვლას ვერ ახერხებს, მის ექიმს შეუძლია აპლიკაციის გარეთ, მაგალითად, ტელეფონის საშუალებით დაეკონტაქტოს მას. Ჩვენი აპლიკაცია ასეთ ზარებსაც აკონტროლებს, და დასრულებისთანავე მომსახურების საფასური პაციენტს ეჭრება. 

პაციენტთა კმაყოფილება

Ჩვენი მიზანი პაციენტზე ზრუნვა და ამ პროცესში მისი ჩართულობაა სრულად მორგებული პლატფორმის მეშვეობით. გვსურს მოგაწოდოთ რესურსი, რომელიც დაეხმარება თქვენ პაციენტებს, უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ. 

Star IT

ჩვენ შესახებ

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ საერთაშორისო IT კომპანიად ჩამოვყალიბდით, რომელიც მოიცავს  პროფესიონალურ მომსახურებას პროგრამული უზრუნველყოფის, სისტემური ინტეგრაციისა და ვებ-დეველოპმენტის სფეროში. 

ვთანამშრომლობთ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვან კომპანიებთან რამოდენიმე მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა  და კანადაში. დეველოპერებისა და UX/UI დიზაინერებისაგან  შემდგარი პროფესიონალთა გუნდი სამი ლოკაციიდან ახორცილებს საქმიანობას: თბილისი, პორტუგალია და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ამერიკელებისა და კანადელების ცხოვრებას სტილსა და ფორმას ვძენთ. 

ჩვენი მისია Ჩვენი ხედვა Ჩვენი ფასეულობები

ხალისიან, მეგობრულ გარემოში შევქმნათ მნიშვნელოვანი და ღირებული პროდუქტები.

ვიყოთ ყველაზე ღირებული პარტნიორი ჩვენი მომხმარებლებისთვის

გუნდურობა, მიზანდასახულობა, მომხმარებელზე ორიენტირება. ამაყები ვართ, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა უნიკალურმა, საჭიროებებზე მორგებულმა პროგრამულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენ მომხმარებლებს დიდი წარმატება მოუტანა. Ამას კი ჩვენი გუნდის 11 წლიანი მუშაობის განმავლობაში ბრძოლისუნარიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და მიზანდასახულობით  მივაღწიეთ.

Close up of young people putting their hands together. Team with stack of hands showing unity and teamwork.
წლიანი გამოცდილება
საუკეთესო დამსაქმებელი

Archives

არ არის არქივი, რომ გაჩვენოთ.

Categories

  • კატეგორიები არ არის