info@starit.ge

კარიერა

ვაკანსია

მარკეტინგი & პროდუქტის მენეჯმენტი

ვაკანსია

ტექნიკური მხარდაჭერა

ვაკანსია

ვებ-დეველოპმენტი

ვაკანსია

ბიზნეს ანალიტიკოსი

Ჩვენი უპირატესობები

ჯანმრთელობის დაზღვევა

Ჩვენ რამდენიმე სადაზღვევო ჯგუფი გვემსახურება. ასე რომ, თავად შეგიძლია გადაწყვიტო, სად დააზღვევ შენ ჯანმრთელობას.

დამატებით უქმეები

Წლის განმავლობაში სარგებლობ დამატებითი დასვენების დღეებით, ავადმყოფობის დღეების გამოკლებით, რა თქმა უნდა!

Მოქნილი სამუშაო გრაფიკი

მიგვაჩნია, რომ დღის ყველაზე პროდუქტიული სამუშაო საათები ინდივიდუალურია. ამიტომ ვზრუნავთ, კომფორტული სამუშაო გარემო შეგიქმნათ და გავზარდოთ შენი შრომის უნარიანობა.

Პერსონალური და კარიერული ზრდა

Ჩვენთან მუდმივი განვითარების შანსი გეძლევა. გიფინანსებთ ყველა კურსს,რომელიც სამუშაოს უკეთ შესრულებაში დაგეხმარება.

ნიშური პროექტები

Ჩვენ ვმუშაობთ მრავალფეროვან პროექტებზე ჩვენი მომხმარებლებისთვის, დაწყებული CRM კამპანიების დანერგვით -დასრულებული ონლაინ ბიზნეს პლატფორმების შექმნით. თუ გსურს, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება კომპანიის სხვადასხვა ფუნქციებთან მუშაობით, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი.

Სასურველი სამუშაო პირობები

Ჩვენი მისია ყველასთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაა. ვუზრუნველყოფთ ყველაფერს დაწყებული სპეციალური აპარატებით- დასრულებული ახალ-ახალი სეზონური ხილითა და სნექებით.

თანამშრომლების დასაჩუქრება

Ჩვენ ყოველთვის გამოვნახავთ დროს ერთმანეთის გასახარებლად. ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენი სამუშაო გარემოს გამხიარულებაზე დაბადების დღეების აღნიშვნით, კორპორატიული ღონისძიებებით და სპეციალური ივენთების მოწყობით.

ინგლისური ენის დონის ამაღლება

ჯგუფურ ტრენინგებს უზრუნველყობს ამერიკელი ინგლისური ენის პედაგოგი.

ლაღი, გუნდური და მხიარული სამუშაო გარემო

Ჩვენ შევქმენით მეგობრული, გუნდური და გულთბილი სამუშაო გარემო. ეს განწყობა სამუშაო სივრცეში ჩვენი ბუნების ნაწილია. ყოველთვის მზად ვართ ერთმანეთის დასახმარებლად ნებისმიერ სიტუაციაში!

Შენი დასვენება ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი მუშაობა

Ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი დროის ხარისხიანად გატარება შენ ნაყოფიერ მუშაობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ამიტომ, სამუშაო სივრცეში სპეციალური მოსასვენებელი ადგილი გამოვყავით, სადაც განტვირთვასა და ძალების აღდგენას შეძლებ. Მიგვაჩნია, რომ დასვენებასა და მუშაობას შორის ბალანსის დაცვა სამუშაო საათებშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.  

Რას უნდა მოელოდე

Ჩვენ ვახალისებთ ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს და ვქმნით შესაძლებლობას, ამიტომ გასაუბრებაზე მოსულს მეგობრული და თბილი გარემო დაგხვდება, ეს კი შენი უნარების მაქსიმალურად გამოვლენას გაამარტივებს.  

Ჩვენთვის კი შენი სამსახურში აყვანის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და მოქნილი გახდება. 

Ჩვენ ვქმნით თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის და გეხმარებით წარმატების მიღწევაში.

Სამსახურებრივი სირთულეების მიუხედავად, ვპოულობთ გზას, სამუშაო პროცესი შენთვის კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ. 




Archives

არ არის არქივი, რომ გაჩვენოთ.

Categories

  • კატეგორიები არ არის